ლუქსემბურგის სასახლე
ლუქსემბურგის სასახლე (ფრანგ. Palais du Luxembourg, წარმოთქმა ფრანგულად: [palɛ dy lyksɑ̃buʁ]) – სასახლე პარიზში, საფრანგეთი. თავდაპირველად სასახლე აშენდა (1615–1645) ფრანგი არქიტექტორის, სალომონ დე ბროსეს დიზაინით, როგორც მეფე ლუი XIII- ის დედის, დედოფალ-რეგენტ მარი დე მედიჩის სამეფო რეზიდენცია. რევოლუციის შემდეგ (1799–1805) არქიტექტორმა ჟან შარგრინმა ის საკანონმდებლო ორგანოსთვის გადააკეთა. 1835–1856 წლებში შენობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორ ალფონს დე ჟიზორის ხელმძღვანელობით.
ლუქსემბურგის სასახლე | |
---|---|
Palais du Luxembourg | |
სასახლის ფასადი ბაღის მხრიდან | |
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | baroque architecture |
ქვეყანა | საფრანგეთი[1] [2] |
მდებარეობა | პარიზის მეექვსე რაიონი, საფრანგეთი |
მისამართი | 15 Rue de Vaugirard |
კოორდინატები | 48°50′54″ ჩ. გ. 2°20′15″ ა. გ. / 48.84833° ჩ. გ. 2.33750° ა. გ. |
მოქმედი არენდატორები | საფრანგეთის სენატი |
დაიწყო | 1615 |
დასრულდა | 1645 |
არქიტექტორ(ებ)ი | სალომონ დე ბროსე |
სხვა დიზაინერები |
|
სხვადასხვა დროს სასახლეში იყო განთავსებული საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოების ზედა პალატები.
1958 წელს, მეხუთე რესპუბლიკის დაფუძნების დღიდან სასახლეში განთავსებულია საფრანგეთის სენატი. [3]
სასახლის დასავლეთით Rue de Vaugirard-ზე მდებარეობს პატარა ლუქსემბურგი, რომელიც ამჟამად სენატის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს. აქვე, ყოფილ ორანჟერეაში განთავსებულია მუზეუმი. სამხრეთ მხრიდან სასახლეს გარს ერტყმის ლუქსემბურგის ბაღი — 25 ჰექტარი ხრეშისა და გაზონის მწვანე პარტერი, ქანდაკებებითა და წყლის დიდი შადრევნებით.
გალერეა
რედაქტირება-
სამხრეთის ფასადი
-
სასახლე ლუქსემბურგის ბაღიდან
-
მზის ჩასვლისას
-
სასახლისა და ბაღის პანორამა
-
სენატის სხდომათა დარბაზი
-
კიბის უჯრედი
-
სასახლე სამხრეთიდან
-
საათი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ base Mérimée — ministère de la Culture, 1978.
- ↑ archINFORM — 1994.
- ↑ Ayers 2004, pp. 129–131.