მერიმეს ბაზა (ფრანგ. Base Mérimée) — მონაცემთა ბაზა საფრანგეთის არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც პერიოდულად განახლებადია. იგი შეიქმნა 1978 წელს და ინტერნეტში განთავსდა 1995 წელს[1] საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ.

სახელი დაერქვა მწერალ პროსპერ მერიმეს გამო, რომელიც ისტორიული ძეგლების გენერალური ინსპექტორიც იყო.

ფაილების რაოდენობა ბაზაში საფრანგეთის რეგიონების მიხედვით 2020 წელს.

მერიმეს მონაცემთა ბაზა შეიცავს ინფორმაციას „ისტორიული ძეგლებისა“ და კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი ინვენტარიზაციის სამსახურების შესახებ. ის ეხება რელიგიურ, საყოფაცხოვრებო, სასოფლო-სამეურნეო, საგანმანათლებლო, სამხედრო და სამრეწველო არქიტექტურას[2]

ბაზა მოიცავს რამდენიმე ტიპის ფაილს და ძირითადად :

  • ისტორიული ძეგლები (MH): ეს არის შეტყობინებები, რომლებიც წარმოებულია ისტორიული ძეგლების დაცვის ღონისძიებებიდან, მითითებებით კლასიფიკაციისა და რეგისტრაციის ორდერებზე; ჩანაწერების სახელი იწყება „PA“-ით.
  • კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი ინვენტარიზაცია (IVR): ეს არის ინვენტარიზაციის ფაილების საიდენტიფიკაციო ფურცლები, რომლებიც შედგენილია რეგიონული ინვენტარიზაციის სამსახურების მიერ ველზე ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ასევე შემაჯამებელი ინფორმაცია წინასწარი ინვენტარიზაციებიდან, აღწერებიდან, ძველი ფაილებიდან, კვლევებიდან, რომლებიც მიმართულია ეტიკეტის მინიჭების მიზნით: XX საუკუნის მემკვიდრეობა, ღირსშესანიშნავი ბაღი და ა.შ.; ჩანაწერების სახელწოდება იწყება „IA“-ით.

მერიმეს მონაცემთა ბაზაში შეტანილია არა მხოლოდ ის შენობები, რომლებიც დაცულია როგორც ისტორიული ძეგლები, არამედ მთელი საფრანგეთის მონუმენტური მემკვიდრეობა.

მონაცემთა ბაზა შეიცავდა, 2023 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, 330 000-ზე ოდნავ ნაკლებ ფაილს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება