ლუქსემბურგის ბაღი
ლუქსემბურგის ბაღი (Jardin du Luxembourg; მეტსახელი "ლუკო"') — 224 500 მ² საზოგადოებრივი პარკი, უდიდესი ქალაქში, მდებარეობს VI ოლქში, პარიზი, საფრანგეთი. აქვე მდებარეობს ლუქსემბურგის სასახლე, რომელშიც საფრანგეთის სენატია განთავსებული.
სასახლე და ბაღები აგებულია არქიტექტორ სალომონ დე ბროსის მიერ მარი დე მედიჩისთვის 1615-27 წლებში.
ბაღები მოიცავს ვრცელ შემოღობილ სათამაშო მოედანს, რომელიც ადგილობრივი ბავშვებისა და მათ მშობლების საყვარელი ადგილია. მის გვერდით ასევე პოპულარული თოჯინების თეატრი და საქანელებია. დროდადრო ღია გაზებოში უფასო კონცერტები ტარდება. მის გვერდით მცირე ღია რესტორანი მდებარეობს.
ბაღები პოპულარული მისი სიმშვიდის გამო გახდა. მცირე ზომის აუზში ბავშვები მინიატურული ნავებით ერთობიან. ბაღში მიმოფანტულია მრავალი მცირე და დიდი ზომის ქანდაკება და მონუმენტი. აუზის ირგვლივ საფრანგეთის ყოფილი დედოფლების ქანდაკებებია.
ლუქსემბურგის ბაღის გვერდით მდებარეობს ოდეონის თეატრი და პარიზის ნაღმების უმაღლესი ნაციონალური სკოლა (École nationale supérieure des Mines de Paris).
სეზონის მიხედვით ბაღი ღიაა: დილის 7:30-დან საღამოს 9:45-მდე.
ტრივია
რედაქტირება- 1815 წლის 7 დეკემბერს, აქ დახვრიტეს საფრანგეთის მარშალი მიშელ ნეი ნაპოლეონ ბონაპარტის მხარდაჭერის გამო.
- ანრი მატისს ეკუთვნის ფერწერული ტილო "ლუქსემბურგის ბაღები". ტილო შეიარაღებულმა მძარცველება გაიტაცეს შაკარა დუ სეუს მუზეუმიდან.
- ამ ბაღში ხვდებიან ერთმანეთს მარიუსი და ჟან ვალიინსა და კოსეტს მიუზიკლში Les Misérables.
სურათები
რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Jardin du Luxembourg - ბაღების, ქანდაკებების ახლანდელი და ძველი ფოტოები
- ლუქსემბურგის ბაღი გარიჟრაჟზე დაარქივებული 2011-05-26 საიტზე Wayback Machine. - ნახატების სერია ამერიკელი მხატვარი ჯონ სინგერ სარჟენტის მიერ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება