ნიკოლოზ II (პაპი)
(გადამისამართდა გვერდიდან ნიკოლოზ II (რომის პაპი))
ნიკოლოზ II (ლათ. Nicolaus PP. II; დ. 990 ან 995 — გ. 27 ივლისი, 1061) — რომის პაპი 1058–1061 წლებში.
ფლორენციის ეპისკოპოსი. პაპობის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ახალი კანონი გაატარა, რომლის მიხედვითაც პაპს ირჩევდნენ კარდინალები. ცდილობდა სამღვდელოებისათვის ქორწინება აეკრძალა. თავის ვასალად აღიარა სამხრეთ იტალიელი დამპყრობელი ნორმანი რობერტ გუისკარი, რომლის დახმარებითაც დაამარცხა ანტიპაპი ბენედიქტე X.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 433.
წინამორბედი: სტეფანე IX |
რომის პაპი 1058 — 1061 |
შემდეგი: ალექსანდრე II |