ნიკოლოზ (ნიკა) ყაზბეგი
ნიკოლოზ (ნიკა) ყაზბეგი (დ. 26 დეკემბერი, 1910, თბილისი — გ. 30 ივლისი, 1983, იქვე) — ქართველი მხატვარი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1926 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მას გიგო გაბაშვილი და ევგენი ლანსერე ასწავლიდნენ. 1930 წელს ის იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია, რადგანაც იყო ემიგრანტისა და „ხალხის მტრის“ შვილი. ამ წლიდან მოყოლებული, ყაზბეგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან თეატრთან. 1940-1943 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი მხატვარი. 1959 წლიდან ნიკა ყაზბეგი დამდგმელ მხატვრად მუშაობდა თბილისში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც გააფორმა 17-მდე ფილმი, მათ შორის: „ნინო“ (1959), „ჯარისკაცის მამა“, „შეხვედრა წარსულთან“, „სამკაულები ჩემი სატრფოსათვის“, „ჩარირამა“ და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 94.