ნიკოლოზ ხერასკოვი
ნიკოლოზ პავლეს ძე ხერასკოვი (რუს. Херасков, Николай Павлович; დ 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 2 ოქტომბერი], 1906, ვლადიმირი, — გ. 11 სექტემბერი, 1965, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965). 1930 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1930–1934 წლებში მუშაობდა ნიადაგთმცონდეობის ინსტიტუტში, 1934–1941 წლებში საერთაშორისო მინერალოგიურ ნედლეულთა ინსტიტუტში, 1941–1945 წლებში ბაშკირეთის გეოლოგიურ სამმართველოში. 1945 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
ნიკოლოზ ხერასკოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 (15) ოქტომბერი, 1906 |
დაბ. ადგილი | ვლადიმირი, რუსეთის იმპერია ან ვლადიმირი |
გარდ. თარიღი | 11 სექტემბერი, 1965 (58 წლის) ან 1965[1] |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | გეოლოგიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ-ის სახელმწიფო პრემია |
მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ტექტონიკისა და სასარგებლო წიაღისეულის წარმოქმნის კანონზომიერებების საკითხებს. ნიკოლოზ ხერასკოვი არის გეოლოგიური ფორმაციების მოძღვრების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ავტორია ცნობილი ნაშრომისა „ევრაზიის ტექტონიკა“. მონაწილეობა მიიღო ევრაზიის 1: 5 000 000 მასშტაბიანი ტექტონიკური რუკების შედგენის საქმეში. სსრკ სახელმწიფო პრემია (1969).
თხზულება
რედაქტირება- Некоторые общие закономерности в строении и развитии структуры земной коры, М., 1963: Тектоника и формации. Избр. труды, М., 1967.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლოზ ხერასკოვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- Н. П. Херасков, «Бюл. Моск. общества испытателей природы. Отдел, геологии», 1966, т. 41, № 1.
- ↑ Czech National Authority Database