ნიკოლოზ შილო

რუსი გეოლოგი

ნიკოლოზ ალექსის ძე შილო (რუს. Шило, Николай Алексеевич; დ. 7 აპრილი [ ძვ. სტ. 25 მარტი] , 1913, პიატიგორსკი, — გ. 8 ივნისი, 2008, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1970).

ნიკოლოზ შილო
დაბ. თარიღი 25 მარტი (7 აპრილი), 1913[1]
დაბ. ადგილი პიატიგორსკი[2]
გარდ. თარიღი 8 ივნისი, 2008(2008-06-08) (95 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი და Grozny State Oil Technical University
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და ობრუჩევის პრემია

ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1937) მუშაობდა სსრკ ჩრდიოლეთ-აღმოსავლეთის სხვადასხვა გეოლოგიურ დაწესებულებებში. 1960 წელს გახდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის სამეცნიერო ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთის კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (ქალაქი მაგადანი). 1977 წლიდან დასახელებული ცენტრის პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ შილოს ძირითადი შრომები შეეხება სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის და გეოქიმიის საკითხებს. პერიგლაციალურ ზონებში მინერალთწარმოქმნის შესწავლის საფუძველზე გამოყო ლითოგენეზისის ახალი — პერიგლაციალური ტიპი.

დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენითა და მედლებით. სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

თხზულებები

რედაქტირება
  • Классификация россыпей Яно-Колымского золотоносного пояса, წგნ.: Геохимия, петрография и минералогия осадочных образований, М., 1963
  • Главнейшие черты золотого и золото-серебряного оруденения восточноазиатских вулканогенных поясов, წგნ.: Проблемы металлогении Советского Дальнего Востока, М., 1967.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 746.
  • Н. А. Шило, წგნ.: Новые данные по геологии Северо-Востока СССР. К 60-летию академика Николая Алексеевича Шило, Магадан, 1973.