ნიკოლოზ შავდია

ქართველი ექიმი

ნიკოლოზ შავდია (დ.8 მარტი, 1947, თბილისი) — ქართველი ექიმი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი.

1972-1974 წლებში იყო ქუთაისის სანეპიდსადგურის განყოფილების უფროსი. 1974-1978 წლებში სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1978-1981 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანეპიდსამმართველოს უფროსის მოადგილე. 1978-1990 წლებში საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის მოადგილე.1981-1986 წლებში რესპუბლიკური სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი. 1986-1990 წლებში სანეპიდსამმართველოს უფროსი. 1990-2004 წლებში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დეპარტამენტის თავმჯდომარე. საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი. ავტორი კანონებისა : "სანიტარული კოდექსი" " კვების პროდუქტების უსაფრთხოებს უზრუნველყოფის შესახებ" და სხვა. ავტორი და თანაავტორი 40 -ზე მეტი სანიტარული დოკუმენტებისა, რომლებიც ეხება ჰიგიენის სხვადასხვა საკითხებს. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჰალოფილური ვიბრიონების გავრცელება საქართველოში“, დაიცვა 1981 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 305

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება