ნიკოლოზ ყაზბეგი

მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი (დ. 1868, სტეფანწმინდა — გ. 1924) — ქართველი მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ ყაზბეგი დაიბადა 1868, წელს სოფელ სტეფანწმინდაში.

1887 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. 1896 წლიდან სრულიად უფასოდ ემსახურებოდა სახალხო თეატრს. ნიკოლოზ ყაზბეგი იყო ერთ-ერთი დამაარსებელი კავკავის მუდმივი სცენისა და სიღნაღის თეატრისა. ორივე ადგილზე რეჟისორად მუშაობდა. იგი ასევე იყო მუსიკალური საზოგადოების, „შევარდენის“, მონადირეთა კავშირისა და მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე. მისი ინიციატივით დაარსდა სიღნაღის საშუალო სასწავლებელი. მუშაობდა ტექნიკუმის გამგის მოადგილედ და მუშათა კლუბის დრამატული სექციის ხელმძღვანელად.

1914 წლიდან ნიკოლოზ ყაზბეგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. იგი რუსულად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის „სიმონა“ და ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“, რომელიც დაიბეჭდა რუსულ გაზეთ „Терек“-ში.

ნიკოლოზ ყაზბეგი გარდაიცვალა 1924 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება