ნიკოლოზ ტყეშელაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტყეშელაშვილი.

ნიკოლოზ ტყეშელაშვილი (დ. 20 მაისი, 1910, ქუთაისი — გ. 25 ივლისი, 1982) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკის ინსტიტუტი. 1937 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მრეწველობის სტატისტიკაში, ხოლო 1939 წლიდან პოლიტეკონომიაში. 1961 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტების პოლიტეკონომიური კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება სტატისტიკის ზოგადი თეორიის სახალხო მეურნეობის ისტორიის, მრეწველობის, ეკონომიკის და პოლიტეკონომიის პრობლემებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება