ნიკოლოზ ჟავორონკოვი
ნიკოლოზ მიხეილის ძე ჟავორონკოვი (რუს. Николай Михайлович Жаворонков) (დ. 7 აგვისტო [ ძვ. სტ. 25 ივლისი], 1907, სოფ. სტრელეცკიე-ვისელკი, ახლანდელი მიხაილოვის რაიონი, რიაზანის ოლქი ― გ. 5 აგვისტო, 1990, მოსკოვი) — საბჭოთა ეპოქის ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1962). სოციალისტური შრომის გმირი (1969). სკკპ წევრი 1939-იდან.
ნიკოლოზ ჟავორონკოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ივლისი (7 აგვისტო), 1907 |
დაბ. ადგილი | სტრელეცკიე-ვისელკი |
გარდ. თარიღი | 5 აგვისტო, 1990 (83 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | კუნცევოს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | რუსეთის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და დიმიტრი მენდელეევის სახელობის ოქროს მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმია-ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1930), ლევ კარპოვის სახელობის ფიზიკა-ქიმიური ინსტიტუტის დირექტორი (1944–1948), დ. მენდელეევის სახელობის ქიმია-ტექნოლოგიის ინსტიტუტის რექტორი (1948–1962). 1962-იდან ნიკოლოზ კურნაკოვის სახელობის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-ქიმიისა და არაორგანული მასალათა ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოსი მდივანი (1963). ჟავორონკოვის ძირითადი შრომები ეძღვნება არაორგანული ქიმიის და ტექნოლოგიის საკითხებს. სსრკ სახელმწიფო პრემია (1953); დ. მენდელეევის სახელობის პრემია (1950) და ოქროს მედალი (1969).
დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 236.