ნიკოლოზ ნათიძე
ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე (ფსევდონიმი — მელანია) (დ. 15 აგვისტო, 1853, ჩალაუბანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 4 თებერვალი, 1921, თბილისი, დაკრძალულია მელაანის ეკლესიასთან) — ქართველი მწერალი, დეკანოზი.
დაამთავრა თელავის, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია (1873). შემდეგ მასწავლებლობდა სოფელ ვეჯინში, მაგრამ სკოლის საპატიო მზრუნველ თავად მიხეილ ანდრონიკაშვილთან კონფლიქტის გამო პედაგოგობას თავი დაანება და 1885 წელს მღვდლად ეკურთხა. ჯერ ყარსის ოლქში განთავსებული მოზდოკის კაზაკთა პოლკის, შემდეგ კი გორის პოლკის მღვდლად მსახურობდა. 1904 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ქართულ ლიტერატურულ წრეებთან, განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველასთან. ახლოს იდგა ხალხოსნურ იდეოლოგიასთან. 1890-იან წლებში აქვეყნებდა მოთხრობებს ქართულ პრესაში. მათ შორის აღსანიშნავია: „ბნელო“ (1891), „კრიალოსანი“ (1894), „ნავარდობა“ (1899-1900), „ქედნის ღუღუნი“ (1904) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მელანია (ნეკროლოგი).[მკვდარი ბმული] / გიორგი ლეონიძე // გაზ. „საქართველო“ - 1921 - 8 თებერვალი - №29;
- ქედნის ღუღუნი : [მოთხრობები / წიგნი შეადგ., ბოლოსიტყვ., ბიბლიოგრაფია და სიტყვების ახსნა დაურთო ქ. ხაჩიაშვილმა]. - თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1965.