ნიკოლოზ მახვილაძე

ნიკოლოზ მახვილაძე (დ. 1890, თეთრიწყარო — გ. 12 ნოემბერი, 1944, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1923 წელს გ. დიდებულიძესთან ერთად დაასაბუთა საქართველოში ანკილოსტომიდოზის ენდემურობა; იმავე წელს დაადგინა ბრუცელოზის ენდემურობაც. 1925 წელს მისი თაოსნობით დაარსდა პროფესიულ სნეულებათა პოლიკლინიკა. ამ ბაზაზე 1927 წელს შეიქმნა შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე. 1930-1936 წლებში იყო ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგე. 1936-1938 წლებში განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრას, ხოლო 1938 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრას. 1941 წელს დაამთავრა სამხედრო სამედიცინო აკადემია. მან პირველმა გამოთქვა აზრი საქართველოში პელაგრის ენდემურობის და მასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ. მან შეისწავლა სამხარეო პათოლოგიური რევმატიზმის, მალარიის კლინიკისა და გავრცელების, ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზის, დიეთეტიკისა და სხვა საკითხები. 1959 წელს მისი სახელი მიენიჭა შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება