ნიკოლოზ მაყაშვილი
ნიკოლოზ (კოლა) აბელის ძე მაყაშვილი (დ. 3 მარტი, 1890 — გ. 12 აგვისტო, 1920, თბილისთან ახლოს, დაკრძალულია დიდუბის ეკლესიის ეზოში) — ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, მაიორი (1918).
გენერალ აბელ მაყაშვილის შვილი. სწავლობდა ციმბირის კადეტთა კორპუსში, შემდეგ პავლეს სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო რუსეთის იმპერიის არმიის პორუჩიკის წოდება. შემდეგ იყო 43-ე საარტილერიო ბრიგადის შტაბს-კაპიტანი და მე-2 დივიზიონის ადიუტანტი. 1916-1917 წლებში სწავლობდა სევასტოპოლის სამხედრო საავიაციო სასწავლებელსა და კავკასიის სამხედრო საავიაციო სკოლაში. 1918 წლის ნოემბრიდან სამხედრო სკოლის ავიაციის უფროსი გახდა, შემდეგ კი სამხედრო საავიაციო გუნდის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. მონაწილეობდა ბრძოლებში გაგრის, ახალციხის ფრონტებზე, ომებში სომხეთთან და საბჭოთა აზერბაიჯანთან. დაიღუპა საცდელი ფრენის დროს თბილისის მახლობლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- РГВИА: Ф.1621 Оп.1 Д.9;
- სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 352-353.