ნიკოლოზ ვახვახიშვილი
ნიკოლოზ (კიკო) ათანასეს ძე ვახვახიშვილი (დ. 1853 — გ. 1924) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი.
სხვადასხვა დროს მსახურობდა დაღესტნის მხარის მმართველად, შემდეგ — გორის მაზრის უფროსად. მისი ქალიშვილი იყო კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი, დისშვილი — ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი. კიკო ვახვახიშვილი მოკლეს სოფ. კისისხევში სტუმრობისას 1924 წლის აგვისტოს აჯანყების პერიოდში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ნ., ივანე ჯავახიშვილი, ნაწ. I, ჟურნ. „ისტორიანი“, 2014, №2 (38). — გვ. 28-34.