ნიკოლოზ დვალის მარტვილობა
„ნიკოლოზ დვალის მარტვილობა“ — ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი; XIV საუკუნის ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელსაც მიაკვლია ნიკო მარმა იერუსალიმის ერთ ნუსხაში (ხელნაწერი № 104). „ნიკოლოზ დვალის მარტვილობა“ ეძღვნება ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებულ ბერს; წამების თარიღი — 1314 წლის 19 ოქტომბერი — ქართულ ეკლესიაში მისი ხსენების დღედ დაუდგენიათ. ნიკილოზი იყო დვალი, სოფელი წაიდან. 12 წლისა ბერად შემდგარა კლარჯეთში, შემდეგ იერუსალიმში დამკვიდრებულა. მაჰმადიანთა რჯულის გმობისა და ქრისტიანობის ქადაგებისთვის დევნიდნენ. ბოლოს ამირა დენგიზმა აწამა იგი და თავი მოჰკვეთა. თხზულება საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XIII—XIV საუკუნეებში აღმოსავლეთ ქვენყებში ქართველთა მდგომარეობისა და ოსების გაქრისტიანების ისტორიის შესახებ. ამ დროისათვის ოსები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული საქართველოსთან, ოსეთის ქრისტიანული მოსახლეობა ქართულ ეკლესიას ექვემდებარებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შ. ონიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 433.