ნიკოლოზ კალენიკეს ძე გუძი (რუს. Никола́й Калли́никович Гудзи́й, უკრ. Мико́ла Кале́никович Гудзі́й; დ. 21 აპრილი, 1887, მოგილიოვ-პოდოლსკი, უკრაინა, — გ. 29 ოქტომბერი, 1965, მოსკოვი) — უკრაინელი ლიტერატურათმცოდნე. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945).

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი (1911). იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი (1922 წლიდან). იკვლევდა ძველ რუსულ ლიტერატრას („ამბავი იგორის ლაშქრობისა“, XVI საუკუნის პუბლიცისტიკა, აბაკუმის თხზულება), XVIII–XX საუკუნეების რუსულ და უკრაინულ ლიტერატურას (თეოფან პროკოპოვიჩი, მიხეილ ლომონოსოვი, ალექსანდრე პუშკინი, ნიკოლოზ გოგოლი, ლევ ტოლსტოი, თედორე ტიუტჩევი, ვალერი ბრიუსოვი, ტარას შევჩენკო, ივან ფრანკო), ტექსტოლოგიურ საკითხებს და ფილოლოგიის ისტორიას. მუშაობდა რუსულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობის საკითხებზეც. დაინტერესებული იყო ძველი რუსული თხზულებით „მოთხრობა დინარაზე“, მას მიუძღვნა ნაშრომი „ამბავი საქართველოს დედოფალ დინარას შესახებ“.

ლიტერატურა

რედაქტირება