ნიკოლოზ გოლიცინი
ნიკოლოზ გოლიცინი (დ. 16 ივნისი, 1809 ― გ. 3 ივლისი, 1892, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ინფანტერიის გენერალი (1880).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ცარსკოე-სელოს ლიცეუმი. 1826 წლიდან მსახურობდა გვარდიის გენერალურ შტაბში, მონაწილეობდა 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში (1830–1831). 1834 წლიდან იყო ადიუტანტ-პროფესორი. 1838–1847 წლებში იყო სამხედრო აკადემიის სტრატეგიისა და სამხედრო ისტორიის კათედრის გამგე. 1850 წლიდან იყო მთავარი შტაბის კომიტეტების წევრი. 1852–1855 წლებში იყო გაზეთის რედაქტორი. 1872–1878 წლებში დაწერა 15-ტომიანი კაპიტალური ნაშრომი „მსოფლიოს სამხედრო ისტორია“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 209.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლოზ გოლიცინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)