სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიტიძე.

ნიკოლოზ ჯემალის ძე გოგიტიძე (დ. 6 თებერვალი, 1960, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო მოხელე და დიპლომატი, იუსტიციის გენერალ-მაიორი (1995).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა მოსკოვის სამხედრო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი (1982). 1993–1994 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის მთავარი სამხედრო მრჩეველი, 1994–1997 წლებში — საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და მთავარი სამხედრო პროკურორი. 1998 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს კონსული უკრაინასა და მოლდოვაში, კონსული აზერბაიჯანში, გენერალური კონსული ტრაპიზონში, სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი აზერბაიჯანში, გენერალური კონსული საბერძნეთის რესპუბლიკაში (ქ. თესალონიკი), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს უფროსი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება