ნიკოლოზ გვარაძე
ნიკოლოზ გვარაძე (დ. 16 დეკემბერი, 1883, თბილისი — გ. 7 ივლისი, 1960, იქვე) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1950) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973).
ბიოგრაფია
რედაქტირება1903 წლიდან სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისის ქართულ დრამატულ დასში; 1904–1906 წლებშიმოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში; სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად თბილისის, ფოთის, სოხუმის და ბაქოს ქართულ თეატრებში. რამდენიმე წელი გამოდიოდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე. 1931–1948 წლებში მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1916 წლიდან იღებდნენ კინოში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გვარაძე ნ., თეატრალური მემუარები, ტ. 1–2, თბ., 1949–52.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 604.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 133.