ნიკოლოზ ბერაძე

ქართველი თანამდებობის პირი, ფიზიკოსი, მეცნიერი

ნიკოლოზ ბერაძე (დ. 7 ნოემბერი, 1945) — ქართველი თანამდებობის პირი, მეცნიერი, ფიზიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ ბერაძე დაიბადა 1945 წლის 7 ნოემბერს, თბილისში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით. 1970 წლიდან მუშობს ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში, ჯერ ინჟინრად, შემდეგ უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, განყოფილების უფროსად, თბილისის ამინდის ბიუროს უფროსად, ჰიდრომეტცენტრის უფროსად, საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის რესპუბლიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის უფროსად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2000 წლიდან საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, სტატისტიკის და გარემოს დაცვის საკითხებს. რამდენჯერმე მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში. 1994 წლიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში, გაეროს კლიმატის ცვლილების სამთვრობათშორისო ექსპერტთა და დსთ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფოთაშორისო კომიტეტებში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ნალექების ნახევარდღეღამური ჯამის სტატისტიკური სტრუქტურა და მისი გამოყენება ნალექების მოკლევადიანი პროგნოზისათვის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცივ პერიოდში.“[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 41

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება