ნიკოლოზ აივაზოვი
ნიკოლოზ აივაზოვი (დ. 1889, სიღნაღი — გ. 1938) — ქართველი ტოპოგრაფი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში, მონაწილეობდა მოსწავლეთა რევოლუციურ გამოსვლებში. 1905 წელს შევიდა ბოლშევიკური პარტიის რიგებში. 1905-1906 წლებში იყო სიღნაღის საქალაქო სასწავლებლის მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული წრის ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა წლის მოსწავლეთა საპირველმაისო გაფიცვას. 1906 წელს სასწავლებელის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიღნაღის სტამბაში ასოთამწყობად. 1906 წელს შევიდა თბილისში საბუღალტრო კურსებზე, სადაც მოაწყო პარტიული უჯრედი და ბიბლიოთეკა. საბუღალტრო კურსების დამთავრების შემდეგ და ცბრუნდა სიღნაღში და ისევ ასოთამწყობად გააგრძელა მუშაობა. ბეჭდავა პროკლამაციებს, ორგანიზაციებისათვის აგროვებდა ფულს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი დევნა დაიწყო, ამიტომ პარტიულმა ორგანიზაციამ სამუშაოდ გორისა და დუშეთის მაზრებში გაუშვა. 1909 წლის თებერვალში თბილისში ჩამოვიდა. მუშაობდა სტამბა „პროგრესში“ ხოლო შემდეგ სტამბა „კულტურაში.“ 1909-1912 წლებში დაკავშირებული იყო სტასოვთან და თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ ამხანაგებთან, მათი დავალებით სტამბაში ბეჭდავდა პროკლამაციებს, ხელმძღვანელობდა სტამბის მუშათა წრეებს, ავრცელებდა გაზეთ „პრავდას“ და „პრავდი“ ფონდის გასაძლიერებლად კრეფდა ფულს. 1912 წლის ივნისში, როდესაც ჩავარდა თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაცია, იგი დაპატიმრებას გადაურჩა და დახმარებას უწევდა პატიმარ ამხანაგებს. [1]
ლიტერატურა
რედაქტირება- კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი თბ., 2001 გვ. 321