ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლოზ აბესაძე (დ. 6 აპრილი, 1904 — გ. 1996) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი, მკვლევარი, თანამდებობის პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წლიდან მუშაობა დაიწყო ტრესტ „საქნავთობის“ სისტემაში, სადაც გაიარა გზა რიგითი ინჟინრიდან ტრესტის მმართველამდე. ამ პერიოდში საქართველოში საფუძველი ეყრებოდა ნავთობის ძებნა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში ნავთობისა და გაზის საბადოების უდიდესი ნაწილი. აგრეთვე სხვადასხვა ნავთობსარეწების შექმნა, როგორიც იყო მირზაანის და დედოფილსწყაროს (წითელწყაროს) ნავთობსარეწები. იგი იყო პროფესიონალი მენავთობე. სწავლობდა და იკვლევდა ბურღვის რთულ პროცესებს და ახალ ტექნილოგიებს. თავის ცოდნას დაუღალავად გადასცემდა ახალგაზრდებს და ხელს უწყობდა მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. მის სახელთანაა დაკავშირებული ნავთობისა და გაზის პროდუქტიული ფენის გახსნის მეთოდები, საცავ კოლონაში ფილტრის ჩაშვებისა და დაცემენტების ხერხები. იგი ხელმძღვანელობდა ტრესტ „საქნავთობს“. პარალელურად, 1953 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე. მან პირველად დააყენა საკითხი საქართველოში სპეციალური საგნების წასაკითხად ბაქოელი სპეციალისტების მოწვევის შესახებ, რომლებიც მივლინებით ყოველი კვირა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სპეციალურ საგნებს კითხულობდნენ. 1956 წლიდან იყო ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგე. 1957 წლიდან მიენიჭა დოცენტის წოდება. 1958 წელს პირველმა თარგმნა ქართულად ნ. კულიჩიხინის და ბ. ვოზდვიჟენსკის სახელმძღვანელო „საძიებო ბურღვა“. 1965 წლიდან ძირითადად მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იგი იყო 20 ნაშრომის, 3 მეთოდური მითითების და 4 სახელშეკრულებო კვლევითი სამუშაოს ავტორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ბურღვა: სახელმძღვანელო უმაღლ. ტექნ. სასწავლებლების სტუდენტებისათვის, თბ., განათლება, 1993, გვ. 480 ISBN 5505016812

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 23-24

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება