ნიკოლას მიურეი ბატლერი
ნიკოლას მიურეი ბატლერი (ინგლ. Nicholas Murray Butler; დ. 2 აპრილი, 1862, ელიზაბეთი, ნიუ-ჯერსი, აშშ — გ. 7 დეკემბერი, 1947, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი თეორეტიკოსი და პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, პროფესორი.
ნიკოლას მიურეი ბატლერი | |
---|---|
ინგლ. Nicholas Murray Butler | |
დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 1862[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | ელიზაბეთი[9] |
გარდაცვალების თარიღი | 7 დეკემბერი, 1947[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (85 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მანჰეტენი[10] |
მოქალაქეობა | აშშ[11] |
განათლება | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
დედა | Mary Jones Butler[12] |
შვილ(ებ)ი | Sarah Butler[13] |
ჯილდოები | Doctor honoris causa of the University of Strasbourg[14] [15] , doctor honoris causa from the University of Paris[16] , ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[17] [18] , doctor honoris causa from the University of Lyon[19] , Goethe Medal for Art and Science და doctor honoris causa from the University of Nancy[20] |
1902-1945 წლებში, 43 წლის განმავლობაში, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის უახლოესი მეგობარი. ორჯერ (1920 და 1928 წელი) შეეცადა გამხდარიყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან; მრავალი შრომისა და საკუთარი ავტობიოგრაფიის ავტორი; ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 1931 წელს, რომელიც ჯეინ ადამსთან ერთად მიენიჭა პაციფისტური მოღვაწეობისათვის.
მისი, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის თაოსნობით, 1912 წელს ჯოზეფ პულიცერის ანდერძის თანახმად შეიქმნა მსოფლიოში მესამე ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლა, ხოლო ცოტა მოგვიანებით დაარსდა პულიცერის პრემია, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო ამერიკელი ჟურნალისტი ან ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანი. პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გახდა. დაარსების დღიდან 1945 წლამდე ნიკოლას მიურეი ბატლერი პულიცერის პრემიის დაჯილდოების კომისიის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ხშირად რთულ გადაწყვეტილებებს იღებდა თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გასული წლის პრემიის მფლობელი[21][22].
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლას მიურეი ბატლერი დაიბადა ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ელიზაბეთში, ბამბეულის სამრეწველოს თანამშრომლის ჰენრი ბატლერისა და მერი ჯოეს მიურეის ოჯახში. იგი იყო მათი ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი. პეტერსონში სახელმწიფო სკოლის დასრულების შემდეგ 1878 წელს გახდა კოლუმბიის კოლეჯის სტუდენტი და დაიწყო სამართლის შესწავლა, თუმცა ფრედერიკ ბარნარდის გავლენით შეუდგა პედაგოგიკის შესწავლას. კოლეჯი წარმატებით დაასრულა 1882 წელს და სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც 1883 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1884 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მისთვის დანიშნულმა სტიპენდიამ შესაძლებელი გახადა ერთი წელი გაეტარებინა პარიზისა და ბერლინის უნივერსიტეტებში.
1885 წელს ნიკოლას მიურეი ბატლერი დაბრუნდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და ორი წლის განმავლობაში განაგრძობდა პედაგოგოიურ მოღვაწეობას, იგი გახდა ფილანთროპთა ორგანიზაციის პრეზიდენტი, რომელიც მფარველობდა სკოლებში სახელოსნო განათლებას. ნიკოლას ბატლერის ხელმძღვანელობით 1889 წელს ორგანიზაციამ გახსნა ნიუ-იორკის კოლეჯი, რომელიც მოამზადებდა პედაგოგებს, რომელსაც 1892 წელს ეწოდა სამასწავლებლო კოლეჯი. 1901 წელს სამასწავლებლო კოლეჯსა და კოლუმბიის კოლეჯს შორის დამყარდა შემოქმედებითი კავშირები.
1890 წელს ნიკოლას მიურეი ბატლერი გახდა კოლუმბიის კოლეჯის ფილოსოფიის, ეთიკისა და ფსუიქოლოგიის პროფესორი. შემდეგ სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა მისი გეგმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ფილოსოფიის გაღრმავებული სწავლების შესახებ. პედაგოგიკა შეიყვანეს უნივერსიტეტების აკადემიური დისციპლინების სიაში.
ამავე წლებში ბატლერი ცდილობდა შეექმნა ცენტრალიზებული ადმინისტრაციული სასკოლო განათლება, შემოიღო პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების სწავლება. როგორც ნიუ-ჯერსის შტატის განათლების საბჭოს წევრი, 1887-1895 წლებში, იგი ხელმძღვანელობდა განათლების კომიტეტს. ბატლერის ძალისხმევით, მასწავლებელთა ასოციაცია გადაეცა სახელმწიფო ორგანოებს, ხოლო სასწავლო გეგმაში შეიტანეს ხელოსნობის სწავლება. 1894 წელს ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ მოახერხა საკანონმდებლო ორგანოს დარწმუნება, რომ გაეუქმებინა სამეურვეო საბჭოები, რომლებსაც მისი აზრით, სუფთა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ნიკოლას მიურეი ბატლერის ორგანიზაციული უნარ-ჩვევები მას დაეხმარა ნიუ-იორკის შტატში განათლების სისტემის გაერთიანებაში და საზოგადოებრივი განათლების კომისიის შექმნაში. 1897 წელს მიღებული ნიუ-იორკის დიდი ქარტიის თანახმად ქალაქში გამოჩნდა, სკოლის მენეჯერის თანამდებობა.
1890 წელს, ნიკოლას ბატლერმა დაიწყო ჟურნალ „პედაგოგიური მიმოხილვის“ გამოშვება. ეს იყო სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ემსახურებოდა მოწინავე პედაგოგიური შეხედულებების გავრცელებას. როგორც ეროვნული პედაგოგიური ასოციაციის წევრი და მისი ხელმძღვანელი 1894-1895 წლებში, ბატლერმა მონაწილეობა მიიღო „ათეულის კომიტეტის“ შექმნაში, რომლის მიზანიც იყო მასწავლებლების გაერთიანება საშუალო და უმაღლესი განათლების პრობლემების შესწავლის მიზნით. 1990 წელს ნიკოლას ბატლერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კოლეჯში მისაღები გამოცდების საბჭოს შექმნის საქმეში. იყო ამ საბჭოს პირველი მდივანი, ხოლო 1901-1914 წლებში — თავმჯდომარე.
ოჯახი
რედაქტირებანიკოლას მიურეი ბატლერი ორჯერ იყო დაოჯახებული. მას პირველ ცოლთან, რომელზეც იგი დაქორწინდა 1887 წელს, შეეძინა გოგონა. მისი პირველი მეუღლე, სუსანა ედვარდს შაილერი გარდაიცვალა 1903 წელს. მეორედ იგი დაქორწინდა 1907 წელს ქეით ლა მონტანიზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Works by Nicholas Murray Butler
- Works by Nicholas Murray Butler
- ნიკოლას მიურეი ბატლერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- CEIP archive at Columbia University
- Picture of Nicholas Murray Butler, ca. 1930
- Portrait of Nicholas Murray Butler, by Augustus Vincent Tack
- John D. Rockefeller, Letter to Nicholas Murray Butler
- "Address by Dr. Nicholas Murray Butler to the members of the Union League of Philadelphia, 1915, Digital Library@Villanova University"
- "Documented in the United States of America Congressional Record, Proceedings and Discussions of the 76th Congress, Third Session, Remarks of Hon. J. Thorkelson of Montana, in the House of Representatives, Aug. 19, 1940: Steps Toward British Union - a World State and International Strife--Part IV (Page 12)"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 7.0 7.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
- ↑ 9.0 9.1 https://archive.org/details/encyclopediaofbi01fitc/page/28/mode/1up
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #117185302 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ Geni.com — 2006.
- ↑ Lundy D. R. The Peerage
- ↑ https://journals.openedition.org/framespa/515
- ↑ https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k32169328/f71
- ↑ Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176
- ↑ The Nobel Peace Prize 1931 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://education.persee.fr/doc/revin_1775-6014_1938_num_92_1_8551
- ↑ https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k82813049/f1.item.r=%22DOCTEURS%20honoris%20causa%22.zoom
- ↑ The Pulitzer Prizes | Board Member Butler, Nicholas Murray
- ↑ The Pulitzer Prizes | The Pulitzer Prize Board