ნიკოლაი რუბინშტეინი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლაი გრიგორის ძე რუბინშტეინი (რუს. Никола́й Григо́рьевич Рубинште́йн; დ. 14 ივნისი, 1835, მოსკოვი23 მარტი, 1881, პარიზი) — რუსი პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი. იყო ანტონ რუბინშტეინის უმცროსი ძმა და პეტრე ჩაიკოვსკის ახლო მეგობარი.

ნიკოლაი რუბინშტეინი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 (14) ივნისი, 1835[1] [2] [3]
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია[2] [4]
გარდ. თარიღი 11 (23) მარტი, 1881[1] [2] [3] (45 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი[4] [1] [2]
დასაფლავებულია დანილოვის მონასტერი[2] [1]
ნიკოლაი რუბინშტეინი ვიკისაწყობში

ცხოვრება

რედაქტირება

ნიკოლაი რუბინშტეინი დაიბადა 1835 წლის 14 ივნისს, ებრაელების ოჯახში, მოსკოვში, სადაც მის მამა ახლადგახსნილ ქარხანას ფლობდა; რუბინშტეინმა ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. პირველად, რუბინშტეინი ფორტეპიანოს დედასთან სწავლობდა, ხოლო ოჯახის ბერლინში ყოფნის პერიოდში (1844-1846) ფორტეპიანოს თეოდორ კულაკი, ხოლო მელოდიასა და „ქაუნთერპოინტს“ სიგფრიდ დენი ასწავლიდა; ამ პერიოდის განმავლობაში მან და მისმა ძმამ, ანტონმა მენდელსონისა და მეირბეერის ინტერესი და მხარდაჭერა მიიღო. როდესაც ოჯახი მოსკოვში დაბრუნდა, ნიკოლაი სწავლობდა ალექსანდრე ვილიონგთან (მასთან ერთად ტურებშიც დადიოდა). იგი ჯარისგან თავის ასარიდებლად მედიცინას სწავლობდა; 1855 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი.[5]

 
ძმები რუბინშტეინები: ნიკოლაი და ანტონი, (1862)

მან 1859 წელს რუსული მუსიკალური საზოგადოების მოსკოვის ფილიალი დააარსა, ხოლო 1866 წელს - მოსკოვის კონსერვატორია პრინც ნიკოლაი პეტრეს ძე ტროუბეცკოიასთან ერთად, რომელიც ამ უკანასკნელის დირექტორად 1881 წლამდე, მის გარდაცვალებამდე მსახურობდა. რუბინშტეინმა ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის ახალ კურდამთავრებული პეტრე ჩაიკოვსკი დაიქირავა, რათა მოსკოვის კონსერვატორიაში ჰარმონია ესწავლებინა. იგი აქტიურად ახალისებდა ჩაიკოვსკის შემოქმედებით ძალისხმევას და მისი კომპოზიციებს ასრულებდა. რუბინშტეინმა „ჩაატარა/ხელმძღვანელობდა“ 1879 წელს ჩაიკოვსკის ოპერის, Eugene Onegin-ის პრემიერას. ნიკოლაი რუბინშტეინის პარიზში,[5] ტუბერკულოზით[6] გარდაცვალების შემდეგ ჩაიკოვსკიმ მის სამახსოვროდ დაწერა საფორტეპიანო ტრიო მინორში.

პიანიზმი

რედაქტირება

ზოგადად, ნიკოლაი რუბინშტეინი განიხილებოდა როგორც მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტა, თუმცა ახლა მის რეპუტაციას მისი ძმა ანტონი, ჩრდილავს. მისი პიანისტური სტილი საკმაოდ ეწინააღმდეგებოდა ძმის ცეცხლოვან სტილს. ედუარდ გარდენი New Grove-ში (2001) წერს: „მისმა შესრულებებმა ხაზი გაუსვა ნაწილის სტრუქტურის მნიშვნელოვან დეტალებს დეტალების დიდი სიცხადე გამოავლინა“.[5]

სტუდენტები

რედაქტირება

ნიკოლაი რუბინშტეინის ყველაზე ცნობილი ფორტეპიანოს სტუდენტები იყვნენ: სერგეი ტანეევი, ემილ ვონ-საუერი და ალექსანდრ სილოტი.[5] საუერი და სილოტი იყვნენ წავიდნენ ფრანც ლიხტის მოსწავლეებიც[7] მის სხვა ღირსშესანიშნავ მოსწავლეებში შევიდნენ ერნსტ იედლიცკა და ჰენრიკ პაჩულსკი.

კომპოზიტორობა

რედაქტირება

რუბინშტეინი ასევე იყო ზოგიერთი ნოტის კომპოზიტორი, თუმცა გარდენმა უარყო მისი მუსიკა, როგორც „უმნიშვნელო“.[5] მის პოპულარულ ნამუშევრებს შორისაა Tarantella ჯი მინორში და Fantasia შუმანის თემით, ორივე საფორტეპიანო სოლოა. კითხვაზე, თუ რატომ არ დაწერა აღნიშნულზე მეტი, მან უპასუხა, რომ მისმა ძმამ ანტონმა „სამისთვის საკმარისი კომპოზიციები შექმნა“.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Рубинштейн, Николай Григорьевич // Русский биографический словарь / под ред. Б. Л. МодзалевскийПетроград: 1918. — Т. 17. — С. 386–392.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Э. Рубинштейн // Музыкальный словарь: Перевод с 5-го немецкого издания / под ред. Ю. Д. ЭнгельМосква: Музыкальное издательство П. И. Юргенсона, 1904. — Т. 3. — С. 1143–1149.
  3. 3.0 3.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  4. 4.0 4.1 Рубинштейн Николай Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Garden, New Grove (2001), 21:850.
  6. Nikolay Rubinstein. Tchaikovsky Research
  7. Schonberg, 317, 323—324.
  8. As quoted in Garden, New Grove (2001), 21:850.