ნიკე

(გადამისამართდა გვერდიდან ნიკე (ქალღმერთი))

ნიკე (ბერძ. Νίκη [Nike] — „გამარჯვება“) — ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთი. ზელოსის (სწრაფვა), კრატოსისა (ძალა) და ბიას (ძალადობა) და. ჰესიოდეს მიხედვით, ნიკეს ოჯახი მუდამ თან ახლდა ზევსს ოლიმპზე, რადგანაც ისინი პირველნი გამოეხმაურნენ ღმერთების მოწოდებას ტიტანებთან ბრძოლაში. ნიკეს ხშირად გამოსახავდნენ გამარჯვების მომნიჭებელ ღმერთებთან ერთად. მაგალითად, ზევსის ქანდაკებას ოლიმპიაში და ათენა პალადას ქანდაკებას ათენის აკროპოლისიდან ხელთ ეპყრა ნიკეს გამოსახულება. ნიკე, ქალღმერთ ათენას ერთ-ერთი ეპითეტიც იყო. რომაულ მითოლოგიაში ნიკეს შეესატყვისებოდა ვიქტორია, რომლის ტაძარი პალატინუსის ბორცვზე იდგა და მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები 12 აპრილს იმართებოდა. ხელოვნებაში ნიკეს გამოსახავდნენ მფრინავი ასულის სახით პალმმის რტოთი და გვირგვინით ხელში. ცნობილია პეონიოსისა და კუნძულ სამოთრაკიაზე აღმოჩენილი ნიკეს ქანდაკებები.

ნიკე


მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სხვა კულტურებში: ვიქტორია
სქესი: მდედრობითი
მამა: Pallas[1]
დედა: Styx[1]
და-ძმა: კრატოსი, ზელოსი და ბია
გამოსახულებები

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნიკე&oldid=4625185“-დან