ნიკეის ალყა
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი

ნიკეის ალყა. XIII საუკუნის მინიატურა
თარიღი 14 მაისი19 ივნისი, 1097
მდებარეობა ნიკეა
შედეგი ჯვაროსნების/ბიზანტიელების გამარჯვება
მხარეები
ჯვაროსნები
ბიზანტიის იმპერია
რუმის სასულთნო
მეთაურები
ბოემონდ I,
რაიმონდ IV ტულუზელი,
გოდფრუა ბუიონელი,
მანუელ ბოტანიატესი,
ტატიკიოსი
ქილიჩ-არსლან I
ძალები
ჯვაროსნები:
~30 000 ქვეითი
~4 200/4 500 მხედარი
ბიზანტიელები:
~2 000 პელტასტი
~10 000
+ ნიკეის გარნიზონი
დანაკარგები
უცნობია უცნობია
ნიკეის ალყა ვიკისაწყობში

ნიკეის ალყა — სამხედრო კონფლიქტი ერთი მხრივ ჯვაროსნებსა და ბიზანტიელებს, ხოლო მეორე მხრივ თურქ-სელჩუკებს შორის პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მსვლელობისას.

წინარე ისტორია

რედაქტირება

ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლიდან გამოსვლა 1097 წლის აპრილის ბოლოს დაიწყეს და სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე ნიკეა იყო, ბიზანტიელთა ქალაქი, რომელიც თურქებმა 1081 წელს დაიპყრეს და რუმის სასულთნოს დედაქალაქად აქციეს, რომელსაც ქილიჩ-არსლან I მართავდა. ის იმ დროისათვის ნიკეაში არ იმყოფებოდა, იგი ოჯახთან ერთად ცენტრალური ანატოლიის ერთ-ერთ ქალაქში იყო.

ბრძოლა ქილიჩ-არსლანთან

რედაქტირება

16 მაისს თურქები თავს დაესხნენ ჯვაროსნებს, თუმცა დამარცხდნენ და შეტაკებებში 200 კაცი დაკარგეს. თურქებმა მომხდარი ქილიჩ-არსლანს შეატყობინეს და დაბრუნება სთხოვეს. ჯვაროსნების ძალის შეფასების შემდეგ სულთანი სასწრაფოდ დაბრუნდა. ჯვაროსნებმა, რაიმონდისა და რობერტ ფლანდრიელის მეთაურობით 20 მაისს მეწინავე ლაშქარი დაამარცხეს, ხოლო 21 მაისს თავად ქილიჩ-არსლანს შეებრძოლნენ გაშლილ ბრძოლაში, რომელიც დაღამებამდე გაგრძელდა. დანაკარგები ორივე მხარისათვის დიდი იყო, თუმცა საბოლოოდ, სულთანმა უკან დაიხია და ქალაქში გამაგრდა. მაისის განმავლობაში ბრძოლის ველს დანარჩენი ჯვაროსნებიც შეუერთდნენ და ქალაქის ირგვლივ სიმაგრეების სისტემის აგება დაიწყეს.

ბიზანტიელების მოსვლა

რედაქტირება

ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა არჩია ჯვაროსნებს არ შეერთებოდა, თუმცა მათ მარშრუტს გაჰყვა და პელაკანუმთან დაბანაკდა. მან აქედან კატარღები გაგზავნა, რომლებსაც ევალებოდათ ხმელეთისათვის შემოევლოთ და ჯვაროსნებს ასკანიუსის ტბის ბლოკადაში დახმარებოდნენ, რომლის მეშვეობითაც ნიკეაში მყოფთათვის საკვების მიწოდება უნდა აღეკვეთათ. ნავები 17 ივნისს, მანუელ ბოტანიატესის მეთაურობით მოვიდნენ. ასევე გაიგზავნა გენერალი ტატიკიოსი 2 000 მეომრით. იმპერატორმა მანუელ ბოტანიატესს ქალაქის მცველებთან ქალაქის გადაცემაზე ჯვაროსნებისაგან ფარული მოლაპარაკების წარმოება დაავალა. ამავდროულად, ტატიკიოსს ებრძანა თავისი მეომრებით იერიში მიეტანა ქალაქის კედლებზე, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, რომ ქალაქი ბიზანტიელებმა ბრძოლით აიღეს. გეგმა წარმატებით განხორციელდა და 19 ივნისს თურქებმა ქალაქი ბოტანიატესს ჩააბარეს.

ჯვაროსნები ძალიან განაწყენდნენ, მას შემდეგ, რაც ბიზანტიელების ნამოქმედარის შესახებ შეიტყვეს, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ქალაქის გაძარცვით დიდ სარგებელს ნახავდნენ. მანუელ ბოტანიატესს ქალაქში ჯვაროსნების მეგზურობა დაევალა. მან მათ ერთდროულად 10 კაცზე მეტის შესვლა აუკრძალა. ქილიჩ-არსლანის ოჯახი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს, შემდეგ კი გამოსასყიდის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. იმპერატორმა ჯვაროსნებს ცხენები, ფული და სხვა საჩუქრები დაურიგა, თუმცა ისინი მაინც უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქალაქის საკუთარი ძალით აღების შემთხვევაში უფრო მეტს მოიგებდნენ. საბოლოოდ ქალაქი ბიზანტიის იმპერიას დაუბრუნდა, ჯვაროსნებმა კი ლაშქრობა განაგრძეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ანა კომნენოსი, „ალექსიადა
  • Fulcher of Chartres, „Historia Hierosolymitana
  • Gesta Francorum“ (anonymous)
  • Raymond of Aguilers, „Historia francorum qui ceperunt Jerusalem
  • Hans E. Mayer, „The Crusades“. Oxford, 1965.
  • Jonathan Riley-Smith, „The First Crusade and the Idea of Crusading“. Philadelphia, 1986.
  • Steven Runciman, „The First Crusaders, 1095-1131“. Cambridge University Press, 1951.
  • Kenneth Setton, ed., „A History of the Crusades.“ Madison, 1969-1989 (available online დაარქივებული 2003-04-01 საიტზე Wayback Machine. ).
  • Warren Treadgold, „A History of the Byzantine State and Society“. Stanford, 1997.
  • David Nicolle, „The First Crusade 1096-1099: Conquest of the Holy Land“, Osprey Publishing, 2003.
  • John H. Pryor, „Logistics of Warfare in the Age of the Crusades“, Ashgate Publishing Ltd. 2006.