ნიკა ნიკვაშვილი
ნიკა ნიკვაშვილი (დ. 19 ნოემბერი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და არანჟირების ოსტატი.
ნიკა ნიკვაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 ნოემბერი, 1986 თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
პროფესია |
კომპოზიტორი დირიჟორი პიანისტი არანჟირების ოსტატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკა ნიკვაშვილი დაიბადა 1986 წლის 19 ნოემბერს თბილისში. 2006 წელს დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სასწავლებელი, საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით. 2010 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი (პროფესორ ბიძინა კვერნაძის კლასი).
2014 წლიდან გადავიდა პარიზში, სადაც დაამთავრა პარიზის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი 2016 წელს პროფესორ მიშელ მერლეს კლასი, 2017 წელს კი გაორკესტრების კლასი (პროფესორ ანტონი ჟირარდის კლასი). 2021 წელს, იგივე განხრით, დაასრულა სწავლა პარიზის სახელმწიფო კონსერვატორიაში ((CRR) ჟანლუკ ეღვეს კლასი).
ნიკა ნიკვაშვილი მრავალი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია - მათ შორის, საფორტეპიანო, საგუნდო, კამერული და სიმფონიური მუსიკა. ბოლო წლებში ნიკა ნიკვაშვილი აქტიურად მუშაობს როგორც პიანისტი, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი, უძღვება მრავალ კონცერტსა და მუსიკალურ პროექტს როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.[1] ის თანამშრომლობს მსოფლიოს ცნობილ მუსიკოს შემსრულებლებთან და ორკესტრებთან. 2021 წელს ნიკვაშვილმა დააარსა ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და დღემდე მისი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.[2][3]