ნივა (მდინარე)
ნივა (რუს. Нива) — მდინარე რუსეთში, მურმანსკის ოლქში. სიგრძე 36 კილომეტრი, აუზის ფართობი 12 800 კმ². გამოედინება ტბა იმანდრიდან, ზღვის დონიდან 126 მეტრზე, ჩაედინება კანდალაკშის ყურეში, თეთრ ზღვაში (შესაბამისად, მდინარის ვარდნა 126 მეტრს შეადგენს), დახრა — 3,77 ‰.[1] იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. ჩამონადენი რეგულირდება სათავეში (იმანდრის წყალსაცავი). წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 15 კილომეტრში 164 მ³/წმ. ჭორომებში არ იყინება. დასაცურებელია. მდინარეზე აგებულია 3 ჰესი. შესართავთან მდებარეობს ქალაქი კანდალაკშა.[2]