ნიალის ბრძოლა
(გადამისამართდა გვერდიდან ნიალის ბრძოლა 1191)
ნიალის ბრძოლა — ბრძოლა თამარ მეფის ერთგულ ლაშქარსა და გიორგი რუსის გამეფების მოსურნე დიდებულებს შორის. გაიმართა 1191 წელს. თამარის მოწინააღმდეგე დიდებულების ნაწილი ვარდან დადიანის მეთაურობით სამცხე-ჯავახეთში გადავიდა. პირველმა ბრძოლამ მტკვართან, „ხიდსა ზედა“, ვერ გამოავლინა გამარჯვებული. მეამბოხეებმა უკან დაიხიეს და გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ნიალის ველზე, ხანრისწყალთან. თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, მეფის ერთგულმა ჯარმა ამბოხებულები სასტიკად დაამარცხა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 406.