ნეძიხის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნეძიხის დასავლეთით, მაღლობზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ოთხსართულიანი, ნაგებია ნატეხი ქვითა და დუღაბით. კოშკის I სართული ყრუკედლებიანია. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, II სართულის დონეზე, მიწიდან 2,5 მეტრის სიმაღლეზე. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. კედლებში შემორჩენილია ხის სართულშუა გადახურვის ძელების ბუდეები. კოშკს სამხრეთიდან ეკვრის გალავანით შემოზღუდული პატარა ეზო. ეზოში მცირე ზომის ნაგებობის ნანგრევია. კოშკის მახლობლად ნამოსახლარის ნაშთია.

ლიტერატურა

რედაქტირება