ნეშერექ ქადინ ეფენდი

ნეშერექ ქადინ ეფენდი ასევე ცნობილია, როგორც ნესრინ ქადინ ეფენდი (თურქ. Neşerek Kadınefendi; დ. 1848 — გ. 11 ივნისი, 1876) — ოსმალეთის სულთნის, აბდულაზიზის ცოლი. შეჰზადე მეჰმედ შევქეთ ეფენდის, ესმა სულთნის და ემინე სულთნის დედა.

ნეშერექ ქადინ ეფენდი
დაბადების თარიღი 1848
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 1876
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
წოდება ჰასეკი სულთანი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) აბდულაზიზი
შვილ(ებ)ი მეჰმედ შევქეთ ეფენდი
ესმა სულთანი
ემინე სულთანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნეშერექ ქადინ ეფენდი დაიბადა 1848 წელს თბილისში. ის ჩერქეზული წარმოშბის იყო. 1866 წელს დოლმაბაჰჩეს სასახლეში სულთან აბდულაზიზის ცოლი გახდა. ამ ქროწინებიდან მათ 3 შვილი შეეძინათ:მეჰმედ შევქეთ ეფენდი (1872-1899), ესმა სულთანი (1873-1899) და ემინე სულთანი (1874-1920). 1876 წლის 30 მაისს გადატრიალების შედეგად აბდულაზიზი ტახტიდან ჩამოაგდეს. ამის შემდეგ 4 მაისს ჩირაღანის სასახლეში ნეშერექი გარდაცვლილი იპოვეს. 7 დღის შემდეგ, 11 ივნისს ამავე სასახლეში მოკლეს აბუდალაზიზი. ნესრინის გარდაცვალებიდან 4 დღეში მისი ძმა, ჩერქეს ჰასანი დის გამო შურისძიებისათვის გაემგზავრა მიდჰათ-ფაშას სახლში სახელმწიფო მოხელეთა მოკვლის მიზნით, რომლებმაც გადატრიალება მოახდინეს. იქ მან მოკლა 5 ადამიანი, რის შემდეგაც შეიპყრეს და სასამართლოს გადასცეს[1]. მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რომელიც დაუყოვნებლივ შეასრულეს.

  1. KILLING MINISTERS OF STATE IN CONSTAN - TINOPLE.- - Article - NYTimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-17. ციტირების თარიღი: 2013-02-19.