ნესტორ ლაბაძე
ნესტორ დარისპანის ძე ლაბაძე (დ. 28 იანვარი, 1899, სოფ. საქარა — გ. 15 სექტემბერი, 1957, თბილისი) — ქართველი გენერალ-ლეიტენანტი (1944), II მსოფლიო ომის (1939–1945) მონაწილე. საქართველოსა (1938–1946) და ტაჯიკეთის (1946–1954) სსრ-ების სასაზღვრო ოლქების ჯარების უფროსი. 1940 წლიდან — გენერალ-მაიორი.
დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.