ნეო...
ნეო... (< ბერძ. neos — ახალი) — რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, პრეფიქსი, ნიშნავს ახალს, განახლებულს.
ნეო- „ახალის“ უმარტივესი მნიშვნელობით გვხვდება შემდეგ მაგალითებში:
- ნეაპოლისი — ნეაპოლის თავდაპირველი ბერძნული სახელი „ახალი ქალაქი“;
- ნეოანთროპი — თანამედროვე ტიპის ადამიანი;
- ნეოლოგიზმი — ენაში ახლად შემოღებული სიტყვა;
- ნეონი — ახლად აღმოჩენილი (1898) კეთილშობილი აირი;
- ნეონატი — ახალშობილი ბავშვი;
- ნეოლიბერალიზმი;
- ნეოკლასიციზმი;
- ნეოკონსერვატივიზმი;
რაიმე კონტინუუმის ნაწილების ფორმათა განსასაზღვრავად, ნეო- ხშირად პალეო-სთან კონტრასტში იყენება, შესაბამისად:
- ნეოლითი, „ახალი“ ქვის ხანა, უპირისპირდება „პალეოლითს“.
იდეათა ისტორიაში „ნეო-“ მიუთითებს მივიწყებული თავდაპირველის აღორძინებას ახალი მახასიათებლებით ან ახალი აქცენტით, რაც განასხვავებს ამ იდეას ან მიმდინარეობას მისი ორიგინალისგან. თუმცა ასევე მიიჩნევა, რომ იდენტურობა ძველ ფორმასთან მნიშვნელოვანი ნაწილია ახალისთვისაც:
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 379.