ნეოანთროპი (ნეო... და ბერძ. anthropos — ადამიანი) — თანამედროვე ტიპის ადამიანი (ჰომო საპიენსი). წარმოადგენს ადამიანის ევოლუციის მესამე, უმაღლეს საფეხურს. პირველ საფეხურს ქმნის უძველესი ადამიანი (პითეკანთროპი), მეორეს — ნეანდერტალელი (პალეოანთროპი), ხოლო მესამე საფეხური იწყება ზედა პალეოლითიდან. მასში შედის ამ დროიდან მოყოლებული ყველა ნამარხი ფორმა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება