ნეოპილინა (Neopilina) — მონოპლაკოფორების ერთადერთი გვარი. მათი სხეული დაფარულია თხელი, წვეტიანი, ხუფისმაგვარი ნიჟარით, რომლის სიგრძე 37 მმ აღწევს. აქვს 8 წყვილი ჩამკეტი კუნთი. მანტიის ღრუში 5-6 წყვილი ფრთისებრი ლაყუჩია. გული 2 პარკუჭისა და 4 წინაგულისაგან შედგება. თირკმელი 6 წყვილია, სასქესო ჯირკვლები — 2 წყვილი. ცალსქესიანი ცხოველებია. ცნობილია 6 სახეობა. გავრცელებულია წყნარი, ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 1800-6500 მ სიღრმეზე.

ნეოპილინა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  მონოპლაკოფორები
ოჯახი:  Neopilinidae
გვარი:  ნეოპილინა
ლათინური სახელი
Neopilina

ლიტერატურა

რედაქტირება