მონოპლაკოფორები
მონოპლაკოფორები, ერთფირფიტიანები (Monoplacophora) — უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. ცნობილი იყო მხოლოდ ქვედა პალეოზოური პერიოდის ნამარხი ფორმები. 1952 წელს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში 3950 მ სიღრმიდან მოიპოვეს მონოპლაკოფორების რამდენიმე ცოცხალი ეგზემპლარი, რომელსაც უწოდეს Neopilina galatheae. აქვს კონუსისებრი ნიჟარა (3 სმ დიამეტრისაა). სხეული შედგება თავისაგან, ტანისა და ფეხისაგან. თვალები არ აქვს. საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიცავს ხახას, საყლაპავს, კუჭს, შუა და უკანა ნაწლავს. პირზე აქვს საფხეკი, გული შედგება 2 პარკუჭისა და 4 წინაგულისაგან. გამოყოფას 6 წყვილი თირკმელი ემსახურება. ნერვული სისტემა მოიცავს ხახისირგვლივ ნერვულ რკალს, ორ წყვილ პედალურ და პლევროვისცერალურ ნერვულ წარმონაქმნს. გაყოფილსქესიანებია. კლასში 60 სახეობამდეა, მათგან 6 თანამედროვეა და გაერთიანებულია ნეოპილიანას გვარში.
მონოპლაკოფორები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მონოპლაკოფორების ზოგადი ფორმა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Monoplacophora | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ლეჟავა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 99.