ნემსის კონცხი, ნემსა კონცხი, აგულიასი, აგულიაში (აფრ. Kaap Agulhas, ინგლ. Cape Agulhas, პორტ. Cabo das Agulhas) — უკიდურესი წერტილი აფრიკის სამხრეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

გეოგრაფიული პოზიცია

ამაღლებულია 140 მეტრზე. მდებარეობს 155 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთში კეთილი იმედის კონცხიდან, შეადგენს ცელას დაბოლოებას, რომელიც მიემართება კაპის მიწიდან. მთავრდება სამხრეთი განედის 34° 51' და აღმოსავლეთის გრძედის 20° 00' არსებულ შუქურასთან.

ნემსის კონცხის სამხრეთით კეთილი იმედის კონცხიდან ალგოას უბემდე გადაჭიმულია 840 კმ სიგრძის ქვიშოვანი მეჩეჩი, რომელიც წარმოადგენს სამხრეთი სანაპიროს წყალქვეშა გაგრძელებას და აღწევს სამხრეთი განედის 37 °-ს, ანუ სანაპიროს სამხრეთიდან 240 კმ-ს. 36 °-ით ვიწროვდება, იღებს კონუსის ფორმას, რომელიც წყლის დონის მრავალწლოვან საშუალო მაჩვენებელზე მაღლდება 112—130 მეტრით და მკვეთრად ეშვება სიღრმეში 340—380 მეტრზე. ეს წყალქვეშა ტერასა, რომელსაც ჰქვია აგულიასის მეჩეჩი საშიშია მეზღვაურებისთვის უმნიშვნელო სიღრმისა და ინდოეთის ოკეანიდან ატლანტის ოკეანისკენ სწრაფი დინების გამო (ნემსის კონცხის დინება), რომელიც წარმოქმნის ძლიერ ტალღებს, რაც ხდება გემების ხშირი ჩაძირვის მიზეზი.

ამ ადგილმა XV საუკუნეში პორტუგალიელი მეზღვაურებისგან სახელად მიიღო L’Agulhas, ახლოდან ზღვაში შემჩნეული მაგნიტური ანომალიის გამო (პორტ. agulha — ნემსი, მოცემულ შემთხვევაში — კომპასის მაგნიტური ისარი). ამ ადგილას კომპასი უჩვენებდა მუდამ ჩრდილოეთისაკენ. XIX საუკუნის ბოლოს აქ მაგნიტური გადახრა იყო დასავლეთისკენ და შეადგენდა 30 °-ს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: