ნელი კაკულია

ქართველი ექიმი, მეცნიერი, ექიმი–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ნელი კაკულია (დ. 11 ივლისი, 1951, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ექიმი–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ნელი კაკულია
დაბ. თარიღი 1951[1]
დაბ. ადგილი თბილისი[1]
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1974–1975 წლებში იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ექიმი–ინტერნი. 1975–1978 წლებში კურორტ მენჯის ექიმი–ნევროპათოლოგი. 1980–1987 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ლაბორანტი. 1987–1995 წლებში ასისტენტი. 1995 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 9 რაციონალიზატორული წინადადება და ერთი გამოგონება. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია.

საკანდიდატრო დისერტაციის თემა — „ნევრასტენიის სამკურნალოდ ზოგიერთი ფიზიოთერაპიული მეთოდის გამოყენების კლინიკურ–ფიზიოლოგიური დახასიათება“, დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თმა — „მიკროელემენტების ელექტროფარეზით და მაგნიტური ველით ნევრასთენიით დაავადებულთა დიფერენცირებული მკურნალობა და ამ ელემენტების როლი დაავადების პათოგენეზში“, დაიცვა 1995 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 135

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005036