ნეკროფაგია
(გადამისამართდა გვერდიდან ნეკროფაგები)
ნეკროფაგია (ბერძ. νεϰρός — „მკვდარი“ და φάγος — „შთამნთქმელი“), ლეშისმჭამელობა — ცხოველთა კვების რეჟიმი, როდესაც ისინი სხვა ცხოველების ლეშით იკვებებიან. ნეკროფაგებს შორისაა მრავალი მწერი (ლეშიჭამიასებრნი, ტყავიჭამიასებრნი, ორფრთიანთა მატლები), ზოგიერთი ფრინველი (ორბი, სვავი, მარაბუ, ყორანი) და ძუძუმწოვარი (აფთარი, ტურა).[1][2]
ნეკროფაგები აგრეთვე ეწოდებათ ფაგოციტებს, ისინი შთანთქავენ ქსოვილთა ნარჩენებს, რომლებიც გამუდმებით კვდებიან და ახლდებიან.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Некрофаги // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 332.
- ↑ Некрофаги // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 17 — М., 1974.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 375.