ნეიმეგენი (ნიდერლ. Nijmegen) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, გელდერლანდის პროვინციაში, გერმანიის საზღვრის სიახლოვეს. მიიჩნევა ქვეყნის უძველეს ქალაქად და 2005 წელს მან არსებობის მე-2000 წელი იზეიმა.

ქალაქი
ნეიმეგენი
ნიდერლ. Nijmegen
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროვინცია გელდერლანდი
კოორდინატები 51°49′30″ ჩ. გ. 5°51′20″ ა. გ. / 51.82500° ჩ. გ. 5.85556° ა. გ. / 51.82500; 5.85556
მმართველი Hubert Bruls
პირველი ხსენება მე-1 საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1230
ფართობი 57,53 კმ²
ცენტრის სიმაღლე 29 მეტრი
ოფიციალური ენა ნიდერლანდური ენა
მოსახლეობა 165 253 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 3 083 კაცი/კმ²
აგლომერაცია 229 043
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0481 და 024
საფოსტო ინდექსი 6500–6547, 6663
ოფიციალური საიტი nijmegen.nl
ნეიმეგენი — ნიდერლანდები
ნეიმეგენი

დოკუმენტებში ნეიმეგენი პირველად ძვ. წ. I საუკუნეში იხსენიება, როდესაც რომაელებმა სამხედრო ბანაკი ააგეს იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ნეიმეგენი აშენდა. მდებარეობას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, რადგან ქალაქს ირგვლივ ბორცვები ერტყა.

ნეიმეგენის ოქროს ხანა კაროლინგების დროს იდგა, როდესაც ქალაქში იმპერიული სასახლე მდებარეობდა. 1230 წელს, საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ ნეიმეგენს ქალაქის სტატუსი მიანიჭა.

შუა საუკუნეებში, ნეიმეგენი ჰანზის კავშირის თავისუფალი ქალაქი იყო (1364 წლიდან). XVI საუკუნეში, ჰოლანდიის რევოლუციის დროს, რაც ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ნეიმეგენი უტრეხტის უნიის მხარეს იდგა. ლუი XIV-ის ომების დროს, ქალაქი ფრანგებმა აიღეს.

1940 წელს, ნეიმეგენი პირველი ნიდერლანდური ქალაქი იყო, რომელშიც გერმანელები შეიჭრნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი თითქმის მთლიანად დაინგრა. განსაკუთრებით კატასტროფული იყო 1944 წლის დაბომბვები. ომის შემდგომი რესტავრაციის დროს, ხელახლა აშენდა ქალაქის ცენტრი, სადაც ომს გადარჩენილი სულ რამდენიმე ნაგებობა შემორჩა.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება