ნეილ სმელზერი
ნეილ ჯოზეფ სმელზერი (ინგლ. Neil Joseph Smelser; დ. 22 ივლისი 1930, კაჰოკა, მისური, აშშ — გ. 2 ოქტომბერი 2017, ბერკლი, კალიფორნია, აშშ) — ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ემერიტუს-პროფესორი. აქტიური მკვლევარი 1958—1994 წლებში. მისი კვლევა ეხებოდა კოლექტიური ქცევას, სოციოლოგიურ თეორიას, ეკონომიკურ სოციოლოგიას, განათლების სოციოლოგიას, სოციალურ ცვლილებას და შედარებით მეთოდებს.[10] სიცოცხლის მანძილზე მრავალ მიღწევას შორის, სმელზერმა „საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ სოციოლოგიას“.[11]
ნეილ სმელზერი | |
---|---|
ინგლ. Neil J. Smelser | |
დაბ. თარიღი | 22 ივლისი, 1930[1] [2] [3] [4] [5] [6] [6] |
დაბ. ადგილი | კაჰოკა[7] |
გარდ. თარიღი | 2 ოქტომბერი, 2017[2] [3] [4] [5] [6] [6] (87 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერკლი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | სოციოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | კალიფორნიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი და მაგდალენის კოლეჯი[8] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[9] და როდსის სტიპენდია[8] |
განათლება და კარიერა
რედაქტირებასმელზერმა, 1952 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი, სოციალური ურთიერთობების განყოფილებაში.[12] 1952-54 წლებში როდსის სტიპენდიატი იყო და სწავლობდა ეკონომიკას, ფილოსოფიასა და პოლიტიკას ოქსფორდის უნივერსიტეტში, შედეგად მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 24 წლის ასაკში, მისი პირველი ნაშრომი „ეკონომიკა და საზოგადოება“ დაიწერა, ტალკოტ პარსონსთან თანამშრომლობით, რომელიც პირველად 1956 წელს გამოქვეყნდა. 1958 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა ჰარვარდის სოციოლოგიის ფაკულტეტზე და გახდა სტიპენდიის საზოგადოების უმცროსი წევრი. მას ჰარვარდის დამთავრების შემდეგ, ბერკლიში გაწევრიანების ერთი წლის ვადა მიეცა.[11] 31 წლის ასაკში, 1961 წელს ამერიკული სოციოლოგიური მიმოხილვის სამეცნიერო ჟურნალის ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორი იყო, ბერკლიში გადასვლიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ.
1994-2001 წლებში, „ქცევითი მეცნიერებების გარღმავებული სწავლების ცენტრის“ მეხუთე დირექტორი იყო. 1994 წელს დატოვა თავისი თანამდებობა და ახლა ემერიტუს-პროფესორია.
პუბლიკაციები
რედაქტირება- ეკონომიკა და საზოგადოება: ეკონომიკური და სოციალური თეორიის ინტეგრაციის შესწავლა. (ტალკოტ პარსონსთან ერთად) (1956)
- კოლექტიური ქცევის თეორია. (1962)
- ეკონომიკური ცხოვრების სოციოლოგია. (1963)
- სოციალური პარალიჩი და სოციალური ცვლილება: ბრიტანული სამუშაო კლასის განათლება მეცხრამეტე საუკუნეში. (1991)
- ფსიქოანალიზის სოციალური საზღვრები. (1998)
- თანამედროვე უნივერსიტეტის დინამიკა: ზრდა, აკრეცია და კონფლიქტი. (2013)
ლიტერატურა
რედაქტირება- რიჩარდ სვიდბერგი, ეკონომიკა და სოციოლოგია: მათი საზღვრების გადანაწილება: საუბრები ეკონომისტებთან და სოციოლოგებთან, პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობა 1990.
- ტ.ჯ. სულივანი, კ.ს. ტომპსონი (1986), „კოლექტიური ქცევა და სოციალური ცვლილება“ სოციოლოგია: ცნებები, საკითხები და პროგრამები, ნაწილი 12. მაკმილანი, ნიუ-იორკი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფაკულტეტის ემერიტუს-პროფესორი დაარქივებული 2010-05-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Babelio — 2007.
- ↑ Freebase Data Dumps — Google.
- ↑ 8.0 8.1 Rhodes Scholar Database
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ https://web.archive.org/web/20010828151758/http://sociology.berkeley.edu/faculty/smelser/index.html
- ↑ 11.0 11.1 http://orgtheory.wordpress.com/2013/09/18/smelser-the-golden-era-of-sociology-and-what-we-forget/
- ↑ Smelser's CV. ციტირების თარიღი: 28 July 2014.[მკვდარი ბმული]