ნებკა
ნებკა — ძველი ეგვიპტის ფარაონი ძველი სამეფოს მესამე დინასტიიდან. ძველი სამეფოს ფარაონებიდან ნებკა ყველაზე სადავო მეფეა, თუმცა მის სახელთან დაკავშირებული წყაროებიდან ჩანს, რომ ნებკა ისტორიულად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. დღესაც კი ეგვიპტოლოგთა შორის ფარაონი ნებკა დავის საგანია. ზოგი ეგვიპტოლოგი, როგორებიც არიან ტობი უილკინსონი, კენეთ კიტჩენი, სტეფან საიდლმაიერი და რაინერ სტადელმანი დარწმუნებულები არიან, რომ ნებკა ფარაონ სანახტის იდენტური იყო.[1] მათი ვარაუდი ეფუძნება თიხის პატარა ფრაგმენტს, რომელიც გვიჩვენებს ნიშან კა-ს, ეგვიპტოლოგებს მიაჩნიათ, რომ რეალურად აქ ეწერა ფარაონ ნებკას სრული სახელი.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ტობი უილკინსონი: ადრედინასტიული ეგვიპტე. სტრატეგია, საზოგადოება და უსაფრთხოება. რუტლიჯი, ლონდონი 1999. გვ. 101–104. ISBN 0-415-18633-1.
- ↑ ჟან-პიერ პატზნიკი: Die Siegelabrollungen und Rollsiegel der Stadt Elephantine im 3. Jahrtausend vor Christus. Spurensicherung eines archäologischen Artefaktes. არქაოპრესა, ოქსფორდი 2005. გვ. 69–72 და 78–80. ISBN 1-84171-685-5.
წინამორბედი: სეხემხეტი ან ხასეხემუი |
ეგვიპტის ფარაონი იმეფა 9 ან 19 წელი |
შემდეგი: ხაბა, ჰუნი ან ჯოსერი |