ჰუნიძველი ეგვიპტის მესამე დინასტიის ბოლო ფარაონი. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „მკაფავი“.

ფარაონ ჰუნის გრანიტის თავი.

ჰუნი ითვლება ფარაონ სნეფრუს და დედოფალი ხეტეპხერესის მამად. ეგვიპტის ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად პირველ ჭორომთან ასუანიდან სამხრეთით მან დააფუძნა ციხესიმაგრე კუნძულ ელეფანტინაზე. ადამიანი ჰუნის სახელწოდებით მოიხსენიება მაღალჩინოსან კარისკაცად ჯერ კიდევ ფარაონ ჯოსერის დროს. ამიტომ თუ დაუშვებთ, რომ ეს პიროვნება არის ფარაონი ჰუნი, მაშინ ის მოსულა ხელისუფლებაში ხანდაზმული. მიუხედავად ამისა ფარაონების ტურინის სია უთმობს მას მმართველობის 24 წელს.

ჰუნის პირამიდა

რედაქტირება

ჰუნის ჰქონდა მიძღვნილი ორი პირამიდა. ყველაზე დიდი იმყოფება მედუმში და მოცულობით აღემატება იმხოტეპის მიერ შექმნილ ჯოსერის პირამიდას საკარაში. თავდაპირველად ეს პირამიდა იყო კიბისებური, მაგრამ ჰუნი დაიღუპა ჯერ კიდევ მშენებლობის დასრულებამდე, როდესაც პირამიდამ მიაღწია 7 კიბის სიმაღლეს. მისი მემკვიდრე სნეფრუმ ბრძანება გასცა გაეგრძელებინა მშენებლობა და მან მიაღწია 8 საფეხურს. (არსებობს თეორება, რომ პირამიდა მთლიანად ააშენა სჰენფრუმ. მხოლოდ მოგვიანებით მან გადაწყვიტა დაესაფლავებინა მისი წინამორბედი). შემდეგ ახალმა ფარაონმა ბრძანა შეევსო სიცარიელე კიბეებს შორის ქვებით და მთლიანი მშენებლობა მოეპირკეთებინა თურქული კირქვით. რითიც გადააქცია იგი პირველ პირამიდათ გლუვი კედლებით. პირამიდას სიმაღლე იყო 118 მეტრი. ამ პირამიდაში არ არის აღმოჩენილი სარკოფაგის კვალი. მოგვიანებით ეს პირამიდა ძლიერ დაზიანდა. პირველი 20 მეტრი საფუძვლიდან დაიფარა სილით, ხოლო დანარჩენი აღმართულია ზედაპირიდან და შეადგენს ნახევარზე ნაკლებს საწყისი ზომებიდან.

ამ პირამიდის ირგვლივ პირველად იყო შექმნილი ტაძრების კომპლექსი, რომლის დანიშნულება იყო ემსახურა გარდაცვლილი ფარაონის პატივსაცემად. თვითონ კომპლექსი შემოღობილი იყო კედლებით. პირამიდების რაიონში ფრანგი არქეოლოგის ფრანსუა მარიეტის მიერ 1871 წელს აღმოაჩინეს მაღალჩინოსნების საფლავები, სადაც ინახებოდა ძველი ხელოვნების შედევრები. ჰუნის პირამიდების დიდი ნაწილი ჩვენს დრომდე არ შემორჩა. მეორე სიმბოლური და პატარა პირამიდა იყო აშენებული ჰუნის მიერ ელეფანტინაზე პირველ კარიბჭესთან. თუ რატომ აშენდა პირამიდა განმარტოვებულ ნილოსის კუნძულზე, ამის შესახებ არსებობს წინააღმდეგობები.

ჰუნის სიკვდილის შესახებ მოთხრობილია ერთ-ერთი უძველესი, ჩვენამდე მოღწეულ ნაწარმოებში „პტახოტეპის მცნება“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება