სეხემხეტიძველი ეგვიპტის ფარაონი მესამე დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა დაახლოებით ძვ. წ. 2611-2603 წლებში.

სეხემხეტის დამარხული პირამიდა

იგი იყო ფარაონ ჯოსერის მემკვიდრე. XX საუკუნემდე მისი სახელი უცნობი იყო. ფარაონი მსგავსი სახელით არ არსებობს ტურინისა და აბიდოსიის ფარაონების სიაში. ტურინის სია თავის მხრივ მოიხსენიებს ფარაონ ჯორსეტის, რომელიც თითქოს ეგვიპტეს მართავდა შვიდი წლის განმავლობაში. თანამედროვე ეგვიპტოლოგები თვლიან, რომ ჯორსეტი და სეხემხეტი ერთი სახეა.

დამარხული პირამიდა

რედაქტირება

სეხემხეტის დაუმთავრებელი პირამიდის ნარჩენები აღმოაჩინეს 1951-1952 წლებში, ეგვიპტის არქეოლოგის მუჰამედ ზაქარია გონეიმის მიერ საქარას მახლობლად. პირამიდა დამარხული იყო სილის ქვეშ, ამიტომ ის აგრეთვე ცნობილია, როგორც „დამარხული პირამიდა“. გათხრებმა, რომელიც გონეიმიმ ჩაატარა დაამტკიცა, რომ ეს ნაგებობა ეკუთვნოდა ადრე უცნობ მმართველს, რომლის სახელი, სეხემხეტი, ნაპოვნი იყო ანაბეჭდების ნარჩენებზე. საერთო სქემა პირამიდის აგებულებისა გვაძლევს მტკიცებულებას, რომ არქიტექტორია იმჰოტეპი. ითვლება, რომ სეხემხეტის სიკვდილის მომენტში დამთავრებული დარჩა მხოლოდ დაბლა მასტაბა. რადგანაც, სეხემხეტის პირამიდის საფუძველი იკავებს უფრო მეტ ფართობს, ვიდრე ჯოსერის პირამიდის საფუძველი, ითვლება რომ, მესამე ფარაონის პირამიდა უნდა ყოფილიყო უფრო მაღალი, ვიდრე პირველის. პირამიდაზე სამუშაოები შეჩერდა მეფე სეხემხეტის უცაბედი სიკვდილის გამო. შემდეგ მას მოხსნეს რამდენიმე ქვის ბლოკი, ასე რომ დარჩა მხოლოდ პირველი კიბე 10 მ. სიმაღლისა და მეორე კიბის პატარა ნაწილი.

1954 წლის ივნისში აღმოჩენილი იყო ღია ოქროსფერი, ნახევრადგამჭვირვალე ალბისტრის სეხემხეტის სარკოფაგი, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა. სარკოფაგის ზემოთა ნაწილი და თვითონ სარკოფაგი გაკეთებული იყო ერთი და იმავე ქვისაგან. ამ პირამიდაში ნაპოვნი იყო სამკაულები და კედლები, რომელიც ჰყოფდა სარკოფაგს და დასასვენებელ კამერას. მათ არ ჰქონდათ გატეხვის კვალი, ეს ამტკიცებს, რომ მძარცველები ამ პირამიდაში არ შესულან. ამ დრომდე ითვლება გამოცანად, თუ სად გაქრა სეხემხეტის მუმია. არის მოსაზრება, რომ იგი არაბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კანონიერი მემკვიდრე, უბრძანებდა სამარხის დამთავრებას.

გონეიმის გათხრებისას აღმოაჩინეს ქვის ჭურჭელი, ზოგიერთზე შემონახული იყო მელნით შესრულებული წარწერები. წარწერებს შორის შესაძლებელია ვინმე თანამდებობის პირის, — იიენხნუმის სახელის გარჩევა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hawass, Zahi. "Excavating the Old Kingdom". in Egyptian Art in the Age of the Pyramids, The Metropolitan Museum of Art. 1999.
  • Leclant, Jean. "A Brief History of the Old Kingdom". in Egyptian Art in the Age of the Pyramids, The Metropolitan Museum of Art. 1999.
  • Wilkinson, Toby. Royal Annals of Ancient Egypt: The Palermo Stone and Its Associated Fragments, Kegan Paul International, 2000.