ნგაუის მთა (ფრანგ. Mont Ngaoui) — მთა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და კამერუნის სახელმწიფო საზღვარზე.

ნგაუის მთა
კოორდინატები: 6°44′24″ ჩ. გ. 14°57′00″ ა. გ. / 6.74000° ჩ. გ. 14.95000° ა. გ. / 6.74000; 14.95000
ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
კამერუნის დროშა კამერუნი
სიმაღლე 1410[1] 
მთის მასივი ადამავის პლატო
ნგაუის მთა — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ნგაუის მთა
ნგაუის მთა — კამერუნი
ნგაუის მთა

მდებარეობს ზღვის დონიდან — 1410 მეტრზე და იგი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი წერტილია. გეოლოგიურად მიეკუთვნება ადამავის პლატოს ზეგანს და აგებულია ძველი კრისტალური და მეტამორფული ქანებით (პირველ რიგში გნაისებით).

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ნგაუის მთა მდებარეობს კამერუნის ადამავის რეგიონში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის უამ-პენდეს პრეფექტურაში.

მთის შემოგარენი დასახლებულია ხალხით, რომლებიც ლაპარაკობენ ბენუე-კონგოს და ადამავა-უბანგოს სხვადასხვა ჯგუფების ენებზე, ასევე ფულას ხალხის ჯგუფებით. ისინი ძირითადად დაკავებულები არიან მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე მეცხოველეობით.