ნაჰარი (მწვერვალი)
მთა საქართველოსა და რუსეთში
ნაჰარი — მწვერვალები საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოსა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე (სამხრეთის ნაჰარი, სიმაღლე 3582 მ, ცენტრალური ნაჰარი, სიმაღლე 3646 მ). აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური და სუბნივალური ლანდშაფტი.
ნაჰარი | |
---|---|
კოორდინატები: 43°15′17″ ჩ. გ. 41°57′48″ ა. გ. / 43.25472° ჩ. გ. 41.96333° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 3582/3646 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები და გრანიტოიდი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 358.