ნაჯაფგულუ ბეი შეიდა (აზერ. Nəcəfqulu bəy Şeyda; ნამდვილი სახელი: ნაჯაფგულუ ბეი ვალიევი აზერ. Nəcəfqulu bəy Mirzə Məhəmmədhəsən bəy oğlu Vəliyev; დ. 22 მარტი, 1858- გ. 1936) — აზერბაიჯანელი პოეტი.

ნაჯაფგულუ ბეი შეიდა
აზერ. Nəcəfqulu bəy Şeyda
სრული სახელი ნაჯაფგულუ ბეი ვალიევი აზერ. Nəcəfqulu bəy Mirzə Məhəmmədhəsən bəy oğlu Vəliyev
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1858
დაბადების ადგილი შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1936
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
დასაფლავებულია შუშა
ფსევდონიმი შეიდა
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
მეუღლე იმარათ ხანუმი
შვილ(ებ)ი ქალიშვილები: ზულეიხა და სალთანათი; ვაჟენი მუჰამედჰასან ველიევ-ბაჰარლი და ჯავად ბეი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პოეტი ნაჯაფგულუ ბეი მირზა მუჰამედჰასან ბეი ოღლუ ველიევი დაიბადა 1858 წელს ქალაქ შუშაში. საკუთარ ლექსებს წერდა პსევდონიმით შეიდა. ის არის ბაჰარლის საგვარეულოს შთამომავალი, მისი წინაპარი იყო მუჰამედ ბაირამ ხან ბაჰარლი. პოეტის მამა სამეფო ხელისუფლების პერიოდში შამახის ჟანდარმერიაში თარჯიმნად მუშაობდა. 1860 წლის მიწისძვრის შემდეგ გადავიდა ბაქოში, შემდეგ ყუბაში, სადაც გარდაიცვალა[1].

ნაჯაფგულუს ოჯახი 1880 წელს ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. მან დაწყებითი განათლება შუშაში, სასულიეროო სასწავლებელში მიიღო. ბაქოში დაამთავრა საღამოს კურსები, რომელიც ნავთობის მაგნატმა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა გახსნა. 25 წლის განმავლობაში მუშაობდა თარჯიმნად გუბერნიის ადმინისტრაციაში. სოფელ ბალახანში ნავთობის ჭაბურღილები ჰქონდა ნაყიდი[2].

შეიდა დაოჯახებული იყო იმარათ ხანუმზე, რომელიც ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და განმანათლებლის ჰასან ბეი ზარდაბის დისშვილი იყო. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. ორი ქალიშვილი - ზულეიხა და სალთანათი და ორი ვაჟი: მუჰამედჰასან ბეი და და ჯავად ბეი.

ველიევი თავის ძმასთან აბულფატთან ერთად თეატრალურ სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას[1].

ნაჯაფგულუ შეიდა გარდაიცვალა 1936 წელს[2].

შემოქმედება

რედაქტირება

ნაჯაფგულუ შეიდას ლექსები გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიკულობით. ასევე საკუთარ ნაწარმოებებში ის ეხებოდა და აკრიტიკებდა მეფის რუსეთის კოლონიალურ პოლიტიკას, საუბრობდა იმ უბედურებებზე, რაც მის ხალხს გადახდა თავს.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში იგი ღიად წერდა ანტისაბჭოთა ლექსებს, აკრიტიკებდა ხელისუფლებას ადამიანებისა და მორწმუნეების უფლებების დარღვევის გამო. მან საგულდაგულოდ დამალა თავისი ნამუშევრების ხელნაწერები და ამიტომ შეძლო ეცხოვრა XX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევრამდე[2].

პოეტის გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ, 2006 წელს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტმა მოამზადა და გამოსცა ნაჯაფგულუ შეიდას ლექსების წიგნი. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული 62 ფურცლიდან ლექსების კრებულში შედის 114 ღაზალი, 2 მუსადდა, 3 ქითი, 6 მუხამასა, 2 მუსტაზადა, 86 რუბაი და სხვა ნაწარმოებები სხვადასხვა თემაზე[3][4].