ნაცარგორა (კასპი)

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაცარგორა (მრავალმნიშვნელოვანი).

ნამოსახლარი ნაცარგორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, სოფელი კავთისხევისაკენ მიმავალი გზის პირას. თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. ფენები განადგურებულია. ფერდობებზე იპოვება შავად და ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ამჟამად ნამოსახლარზე დგას კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატის საბავშვო ბაგა.

ლიტერატურა

რედაქტირება