ნაშიდე გიოზდე დურმუში
ნაშიდე გიოზდე დურმუში (თურქ. Naşide Gözde Durmuş; დ. 1985, იზმირი, თურქეთი) — თურქი მეცნიერი და გენეტიკოსი.
ნაშიდე გიოზდე დურმუში | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1985[1] |
დაბ. ადგილი | იზმირი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | გენეტიკოსი |
მუშაობის ადგილი | სტენფორდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბრაუნის უნივერსიტეტი და ბოსტონის უნივერსიტეტი |
მისი კვლევა ყურადღებას ამახვილებს ნანოტექნოლოგიასა და მიკროტექნოლოგიურ ტენდენციებზე, მსოფლიო ჯანმრთელობისათვის მიმდინარე საფრთხის შემცველ საკითხებზე, როგორიცაა კიბოს და ანტიბიოტიკების წინააღმდეგობაზე. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის გამომცემლობამ, იგი პიონერთა კატეგორიაში შექიყვანა ჟურნალ „Innovators Under Under 35“-ში, როგორც 2015 წლის 35 ახალგაზრდა ლიდერთაგან.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებადურმუში დაიბადა 1985 წელს იზმირში, თურქეთში.[3] 2003 წელს სწავლა დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სპეციალობით მოლეკულალური ბიოლოგი და გენეტიკოსი. მოგვიანებით, ფულბრაიტის სტიპენდია მოიპოვა და გააგრძელა უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2009 წელს ბოსტონის უნივერსიტეტში ინჟინრის მაგისტრის წოდება და 2013 წლის მაისში ბრაუნის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინრის სადოქტორო ხარისხი მოიპოვა.[4]
2014 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში პოსტ-დოქტორანტი მკვლევარის პოზიცია დაიკავა. ამჟამად იგი განაგრძობს კვლევას რონალდ დევისთან ერთად, სტენფორდის უნივერსიტეტის გენომი ტექნოლოგიის ცენტრში და სტენფორდის მედიცინის სკოლაში.[5]
კარიერა
რედაქტირებამისი კვლევა ყურადღებას ამახვილებს დაბალი ფასის მქონე ნანოტექნოლოგიის ხელსაწყოების განვითარებაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. მაგალითად, უჯრედის ფიზიკური მახასიათებლების გამოვლენის სწრაფი მეთოდი, რომელსაც იძლევა მაგნიტური ველის პირობა.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.cnnturk.com/saglik/kanser-teshisinde-cigir-acan-bulus
- ↑ Gozde Durmus, 30 | It’s amazing what you can learn about a cell when you levitate it.
- ↑ Kanser teşhisinde çığır açan buluş (თურქული)
- ↑ Naside Gozde Durmus|Stanford Profiles.
- ↑ Dünyanın Gururu İki Türk Bilim İnsanı Bursa'ya Geliyor. (თურქული)
- ↑ Stanford team develops technique to magnetically levitate single cells. Phys.org